Torrent ფაილის გადმოწერა დიდად არ განსხვავდება სხვა ტიპის გადმოწერისგან, უბრალოდ გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი და მოდი მივყვეთ ნელ ნელა, პირველ რიგში გვჭირდება პროგრამა რომელიც ტორენტ ფაილს გადმოიწერს, ჩვენ გირჩევთ პროგრამას qBittorent.

ნაბიჯი 1. შევდივართ qBittorent-ის საიტზე https://www.qbittorrent.org და ვიწერთ პროგრამის შესაბამის ვერსიას (32 ან 64 ბიტიანი), თუ არ იცით კონკრეტულად რომელი გჭირდებათ, გადმოიწერეთ 32 ბიტიანი და დააინსტალეთ

ნაბიჯი 2. ყველა თამაშის გვერდზე, პუნქტში “გადმოწერა” შეგხვდებათ .torrent ფაილის გადმოსაწერი ბმული და ე.წ. Magnetic ბმული. მაგნიტური ბმულით გადმოწერა უფრო მარტივია, აწვებით მას და ბროუზერი პირდაპირ ამისამართებს მას ტორენტის გადმოსაწერ პროგრამაში.

ნაბიჯი 3. აწვებით Open და იხსნება ტორენტის გადმოსაწერი პროგრამა, უთითებთ გადმოსაწერ მდებარეობას (სტანდარტულად Downloads საქაღალდე) და აწვებით ღილაკს OK.

ნაბიჯი 4. ელოდებით გადმოწერას

ნაბიჯი 5. სიამოვნებას იღებთ ქართული შემოქმედებისგან!

ნებისმიერი კითხვის ან/და პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დიდი სიხარულით დაგეხმარებით, დასაკავშირებლად ეწვიეთ ბმულს “კონტაქტი