აღწერა
თამაში დაფუძვნებულია ძმები სტრუგაცკების მოთხრობაზე “პიკნიკი გზის პირას” და ასევე ანდრეი ტარკოვსკის ფილმზე “სტალკერი”. მოქმედება ხდება რეალურად არსებულ ჩერნობილის რადიაციულ ზონაში. მოთამაშე მიყვება შემთხვევით გადარჩენილი ადამიანის, რომელსაც ყველა “დაღიანს” ეძახის სახეზე ნაიარევის გამო, ისტორიას. ამ უკანასკნელმა მეხსიერება დაკარგა და ახლა ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად გავარკვიოთ ვინაა, საიდან მოხვდა ზონაში და რას ნიშნავს მის პერსონალურ კომპიუტერში არსებული ერთად-ერთი ჩანაწერი “მოკალი მსროლელი”.
ბევრჯერ შემოტრიალებული სიუჟეტის, თავის დროზე სასწაული რეალისტური გრაფიკის და დაძაბული ატმოსფეროს გარდა, თქვენ წინ გელოდებათ არაჩვეულებრივი თავგადასავალი, გაშლილი სივრცეები (რომელიც ეხლა არავის უკვირს და 2007-ში სიახლე იყო) და სიცოცხლის რეალისტური სიმულაცია ზონაში. ასე მაგალითად, სტალკერები და მუტანტები რეაგირებენ არა მარტო სხვა მონაწილეებზე და მათ თავდასხმებზე, არამედ ამინდზეც და შიმშილზეც.
თქვენ გექნებათ საშუალება გამოსცადოთ იარაღის უზარმაზარი არსენალი, დაეხმაროთ ან ხელი შეუშალოთ რომელიმე დაჯგუფებას და საერთოდაც, შეგიძლიათ ისე ითამაშოთ, როგორც გაგიხარდებათ, თამაში არაფერში გზღუდავთ. ოღონდ გახსოვდეთ, თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული როგორ დასასრულს მიიღებთ შესაძლო 7 ვარიანტიდან.
ხოლო გაქართულებული ხმები და სიმღერები სულ ოდნავ მაინც მიგაახლოვებთ უკრაინის გაშლილ სივრცეებში ხეტიალისას საქართველოს (ქვეყანაა მასეთი)
შენიშვნა: თამაში არის საცდელი ვერსია (ე.წ. Beta), ნებისმიერი უზუსტობის/პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გვაცნობეთ ელ. ფოსტაზე შესაბამისი სურათებით info@komshi.ge ან უმჯობესია Discord-ის არხში : https://discord.gg/psK3NY9
თუ თქვენს კომპიუტერზე თამაში არ ინახავს “save game” ფაილებს ან არ ინარჩუნებს პარამეტრებს, გაუშვით ის ადმინისტრატორის რეჟიმში: მარჯვენა წკაპი მალხმობზე -> “Run as Administrator”
გადმოწერა
ვერსია: 0.0.1 BETA (22/02/2021)
სრული თამაშის ფაილი: გადმოწერა