2036 წელი.

მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ატომურმა ომმა სამყარო გაანადგურა, სულ რამდენიმე ათასი ადამიანიღა შემორჩა რომელიც ბოლო ძალებს იკრეფს და თავს მოსკოვის მეტროს აფარებს.

მათ მოუწიათ მომწამლავ ელემენტბთან და ურჩხულებთან ბრძოლა, ასევე სამოქალაქო ომის გამოვლა.

ამ ნაწილში თქვენ ხართ არტიომის პერსონაჟი, რომელიც უნდა გაუძღვეს სპარტელი რეინჯერების გუნდს საკონტინენტთაშორისო მისიაზე, ახალი სიცოცხლის აღმოსაჩენად რუსეთის აღმოსავლეთში.

დაათვალიერეთ რუსეთის ველური ბუნება, დატკბით მრავალფეროვანი ხედებით რომელსაც შესანიშნავი ისტორია მიუყვება მთელი წლის გარშემო, მოგიწევთ გამოიაროთ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და რადიაციული ზამთარიც კი!

თამაშის თავისებურებანი

  • იმოგზაურეთ მძიმედ მოდიფიცირებული ორთქლმავალით და დატკბით იმ გუნდით, რომელიც აღმოსავლეთში სიცოცხლის საძიებლად წამოგყვათ
  • ისიამოვნეთ კლასიკური მეტროსა და ახალი, მრავალფეროვანი სათამაშო გარემოთი
  • ულამაზესი სამყარო – თამაშში შეხვდებით როგორც დღისა და ღამის მონაცვლეობას, ასევე მთელ 4 სეზონს (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), ასევე ამინდის სხვადასხვა ვარიანტს!
  • შექმენით ისეთი იარაღი როგორიც თქვენი თამაშის სტილს შეეფერება – ჩუმი მოქმედება გიყვართ? გამოიყენეთ მაყუჩი! ღიად გიყვართ მოქმედება? მოზრდილი მჭიდი დაგეხმარებათ შუა ბრძოლაში რო ტყვია არ გაგითავდეთ!
  • არ იყო დარწმუნებული რო ყველა მეგობარს გადაარჩენ – ყველა შენს მოქმედებას შესაბამისი შედეგი მოყვება და მზად იყავი!
  • ამათ გარდა კიდევ ბევრი სხვა რამე გელოდება თამაშში, ასე რომ ჩართე და დატკბი