აღწერა


Half-Life-ს ერთადერთი ე.წ. “რიმეიქი” რომელსაც თვით დიდმა გეიბენმა (Gabe Newell) და Valve-მ დაუჭირეს მხარი, შავი მესა ახლა უკვე ქართულად!
შენ მოგიწევს გორდონ ფრიმენის როლის შესრულება, ადამიანის, რომელიც არის ფიზიკოს-თეორიტიკოსი და მუშაობს შავი მესას კვლევით ცენტრში.
როგორც ყველა ჰოლივუდურ ფილმში ხდება, აქაც რაღაც ისე ვერ წავა როგორც უნდა წასულიყო და უცებ პირისპირ აღმოჩნდებით ინტერგალაქტიკურ უცხოპლანეტელებთან, ასევე არმიასთან, რომელიც შავი მესას გასაწმენდად გამოგზავნეს, ამ დროს კი ვინ გადაარჩენს სამყაროს? რა თქმა უნდა შენ, განუყოფელ სკაფანდრთან ერთად!

რა გელოდება თამაშში:

  • 19 სხვადასხვა სახეობის გარემო, ბრძოლა საიდუმლო ლაბორატორიაში, უდაბნოს ლამაზი ხედებით დატკბობა, მიტოვებულ რკინიგზაში ბოდიალი და სხვადასხვა განზომილებაში გაძრომ-გამოძრომა!
  • განახლებული და დახვეწილი გრაფიკა, აქამდე არსად გექნება ნანახი!
  • განახლებული ხელოვნური ინტელექტი, მხოლოდ წინ წასვლა და სროლა არაფერს მოგცემს, ცოტა ტვინიც უნდა გაანძრიო.
  • მრავალფეროვანი იარაღი, საიდუმლო ტექნოლოგიები და ერთადერთი და განუმეორებელი ძალაყინი (ხო სწორედ ის, ლოგოზე რაც ხატია).
  • განახლებული ხმები და ე.წ. საუნდტრეკები, რომელიც საშუალებას მოგცემს სრულად ჩაიძირო სათამაშო სამყაროში!

რა ცვლილებებია კონკრეტულ ამ ვერსიაში? 

  • ეს ვერსია არის Definitive Edition-ი, შეცვლილია რამდენიმე ლოკაცია, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებთ 😉
  • გასწორდა ზოგიერთი თარგმანი, ითარგმნა უთარგმნელი და რაც ყველაზე მთავარია, ითარგმნა 800-ზე მეტი ტექსტურა! – ეს იცით რას ნიშნავს? ნახეთ ფოტოგალერეა და მიხვდებით.

გადმოწერა

ვერსია: 1.0.2 (22/02/2021)

სრული თამაშის ფაილი: გადმოწერა

Steam-ზე გაქვთ თამაში ნაყიდი? მაშინ ეწვიეთ ამ ბმულს!

შენიშვნა! გთხოვთ შეიძინეთ ოფიციალური ვერსია შემდეგ ბმულზე: Steam

სისტემური მოთხოვნები
Windows® 7 (32/64-bit)/Vista ან უკეთესი OS
2.6 GHz 2 ბირთვით ან უკეთესი CPU
6 GB RAM
2 გბ გამოყოფილი მეხსიერებით ან უკეთესი GPU
20 GB HDD / SSD
Windows® 7 (32/64-bit)/Vista ან უკეთესი OS
3.2 GHz ოთხ ბირთვიანი CPU
8 GB RAM
4 გბ გამოყოფილი მეხსიერებით ან უკეთესი GPU
20 GB HDD / SSD