პირველად საიტის მოხვედრისას ალბათ გაგიკვირდებათ თუ რა შუაშია კომში და ჩვენი საქმიანობის სფერო ხომ ასეა? აქვე გიპასუხებთ – არაფერ შუაში არაა.

 

კომში უბრალოდ ერთი გემრიელი ხილია, რომელიც ყველა გუნდის წევრს გვიყვარს! ხოლო ვინ არიან გუნდის წევრები ახლავე მოგახსენებთ

 

გიორგი მაღლაკელიძე (aka DrAcid) – ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელმაც თამაშებისა და პროგრამების თარგმნას მიჰყო ხელი, მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი პროექტები როგორიცაა Acidlabz (მთარგმნელთა გაერთიანება, ერთ დროს დიდი პოპულარობით მოსარგებლე, ეჰ… რა დრო იყო), Portal, Half-Life 2 და კიდევ მრავალი სხვა.

 

გურამ ვანიშვილი (aka Dj-Guro) – გუნდის ყველაზე მხიარული და ასევე დიდი Acidlabz-ის წევრი, უყვარს გენერლები (თამაში რა თქმა უნდა, ხო ხო, სწორედ ის კლასიკა რომაა!) და სტალკერი, იმდენად რომ მტრის ჯინაზე ორივე ნათარგმნი აქვს!

 

საბა ხმალაძე (aka Tabo8226) – გუნდის ყველაზე ზარმაცი წევრი, ადამიანი რომელმაც Mafia II-ის თარგმნას 5 წელი მოანდომა (ან მეტი, რას გაიგებ), ერთ დროს აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა თამაში/პროგრამის თარგმნის პროცესში, იმდენად აქტიურად რომ ახლაც ვერ ანებებს თავს.

გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ან უბრალოდ გვერდში დაგვიდგეთ? მაშინ ეწვიეთ გვერდს  პარტნიორობა .